saqarTvelos mwvervalebi - alibeki
ალიბეკი - მწვერვალი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე, მდინარეების ჩხალთისა (კოდორი) და დომბაის (თებერდა) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2868 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. ალიბეკზე პირველად 1936 წელს ავიდნენ ჩხალთის ხეობიდან.